სასწავლო პროექტი

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები


პროექტის მთვარი იდეა: მსოფლიო ქვეყნებს შორის საქართველო გამოირჩევა ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნებით და ამ მრავალფეროვნების შენარჩუნების მიზნით შექმნილია ნაკრძალები და დაცული ტერიტორიები, რომელთა რაოდენობამაც  მიაღწია 20. ამათგან აღსანიშნავია ლაგოდეხის დაცული ტერიტორია, რომელიც გეოგრაფიულად მდებარეობს საქართველოს ჩრდილო–აღმოსავლეთ ნაწილში. სადაც მაქსიმალურად არის შენარჩუნებული ბუნებრივი მრავალფეროვნება.


პროექტის აქტუალობა: დაცული ტერიტორიების გაცნობით, მოსწავლეებს ჩამოუყალიბდებათ განსაკუთრებული უნარ–ჩვევები, რომლითაც ბავშვები შეძლებენ შეიგრძნონ და გააცნობიერონ თავისი ქვეყნის სილამაზე და სიმშვენიერე.


პროექტის მიზნები: ამ თემის შესწავლის მიზანია, თითოეული ბავშვშვი ღრმად ჩაწვდეს თავისი ქვეყნის ბუნების მრავალფეროვნებას და კერძოდ თუ რა მნიშვნელობა აქვს დაცულ ტერიტორიებს მცენარეთა და ცხოველთა დაცვის მიზნით.


მონაწილეთა ასაკი: 15 წელი.


ვადები/ხანგრძლივობა: 5 დღე.


მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტი, რაც შეიძლება შეიქმნას: ამ თემის შესწავლის შემდეგ, მოსწავლეებს თავისუფლად შეუძლიათ გამოთქვან საკუთარი აზრი ნაკრძალების შესახებ, თუ რამდენად დაცულია მცენარეთა და ცხოველთა სამყარო.


პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: IX კლასის სახელმძღვანელო, ბროშურა, რუკები, კომპიუტერი, აუდიო და ვიდეო მასალა, ფოტოსურათები დ სხვა.


პროექტის მსვლელობა:
           აქტივობა I
      მოსწავლეებს გავაცნობ პროექტის მიზანს, მივცემ მათ ინდივიდუალურად დავალებას, რომ მოიძიონ ინფორმაცია დაცული ტერიტორიების შესახებ.
         აქტივობა II
      მოძიებული ინფორმაციის შეჯამება და პრეზანტაცია.
        აქტივობა III
     ექსკურსია ნაკრძალში.
        აქტივობა IY
      გამოუშვებ კედლის გაზეთს: თემა, ლაგოდეხის დაცული ტერიტორია.
        აქტივობა V
     პროექტის შეფასება და მნიშვნელობა.

საგნებთან /საგნობრივ ჯგუფებთან /ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ფოტოსურათის ან რუკის გამოყენებით აღწერს სხვადასხვა ტერიტორიისთვის დამახასიათებელ პეიზაჟს, მაგ: მთები, ტყეები და სხვა.

პროექტის ხელმძღვანელი: ნონა დოლიძე.

ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: nonadolidze@gmail.com